ლიგა 1. XII ტურის წინ: იქნება რეკორდთა რეკორდი?

AutoSharing Option
1960 წელს "ტოტენჰემმა" ინგლისის ჩემპიონატის პირველი 11 ტური მოიგო. ასეთი რამ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ახლახან "პარი სენ-ჟერმენმა" გაიმეორა - თომას ტუხელის გუნდსაც 11 სასტარტო მატჩიდან 11 მოგება აქვს, მაგრამ შორეულ 1960-ში ლონდონური კლუბი მე-12 ტურში შეაჩერეს. აი, პსჟ-ს კი ახალი რეკორდის დამყარების შესანიშნავი შანსი აქვს - დღეს "პარკ დე პრენსზე" პსჟ "ლილს" მასპინძლობს.

სხვათა შორის, ეს ტურის ცენტრალური მატჩიცაა, რადგან ლიდერი მე-2 ადგილზე მყოფ კლუბს ეთამაშება. ერთია, მათ შორის უკვე 8 ქულაა სხვაობა და თუ პსჟ მოიგებს, არამარტო რეკორდს დაამყარებს...

პსჟ-ს ამ თამაშში დისკვალიფიცირებული კიმპემბე და ტრავმირებული კურზავა დააკლდება. დანი ალვეშს დიდი ხნის შემდეგ პირველად შეუძლია თამაში, თუმცა მას ნაკლებად ველით. საეჭვოა კაპიტან ტიაგო სილვას თამაშიც. ტუხელი ჩემპიონთა ლიგაზეც ფიქრობს, ამიტომ მან შესაძლოა, მარკო ვერატი დაასვენოს.

პსჟ (სავარაუდო): ბუფონი - კეჰრერი, მარკინიოსი, ნ"სოკი - მონიე, დიარა, რაბიო, ბერნატი - ნეიმარი - კავანი, მბაპე.

საინტერესო დაპირისპირება გველის "ლიონისა" და "ბორდოს" მატჩში. ურიგო არც მესამეადგილოსანი "მონპელიესა" და "მარსელის" მატჩი უნდა იყოს. ხოლო ტიერი ანრის "მონაკო" "რეიმსს" ესტუმრება.

ფაქტები
  • პსჟ-მა ბოლო 4 მატჩში მოედანი ისე არ დატოვა, სულ მცირე, 4 გოლი მაინც არ გაეტანა.
  • პსჟ-მა "ლილს" ბოლო 6 დაპირისპირება მოუგო ყველა შეჯიბრებაში.
  • პსჟ-ს ბოლო 4 თამაშში (ლიგა 1) გოლი არ გაუშვია და გუნდმა მოიგო ყოველი ტაიმი.

ლიგა 1. XII ტური
პარასკევი, 2 ნოემბერი
პსჟ-ლილი 23:45

შაბათი, 3 ნოემბერი
ლიონი-ბორდო 20:00
კაენი-რენი 23:00
დიჟონი-ნიმი 23:00
ნიცა-ამიენი 23:00
რეიმსი-მონაკო 23:00
სტრასბური-ტულუზი 23:00

კვირა, 4 ნოემბერი
ნანტი-გენგამი 18:00
სტ. ეტიენი-ანჟერი 20:00
მონპელიე-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 10 - კილიან მბაპე (პსჟ); 8- ნეიმარი (პსჟ), ემანუელ სალა (ნანტი); 7- ფლორიან ტოვენი (მარსელი), ნიკოლა პეპე (ლილი), ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული