პსჟ-მ "ლილი" დაამარცხა და რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ-მ სახლში 2:1 დაამარცხა "ლილი".

სტუმრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს და 70-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო.

"პარი სენ ჟერმენი" ისტორიაში ევროპის წამყვანი 5 საუკეთესო ჩემპიონატის ერთადერთი გუნდია, რომელმაც სეზონის სტარტზე თორმეტივე მატჩი მოიგო.

მბაპე უკანასკნელ 45 წელიწადში პირველი 20-წლამდელი ფეხბურთელია, რომელმაც სფრანგეთის პირველობაზე 40 გოლი გაიტანა.

პსჟ 36 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ლილს" უკვე 11 ქულით უსწრებს.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლილი 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (70), 2:0 ნეიმარი (84), 2:1 პეპე (90+3, პენ)

პსჟ:
ბუფონი, ტიაგო სილვა, კერერი, მარკინიოსი (ნსოკი 90+1), ვერატი (რაბიო 90+1), მენე, ბერნატი (დიაბი 90+1), დრაკსლერი, მბაპე, დი მარია, ნეიმარი

ლილი: მენიანი, სუმაორო, ჟ. ფონტე, ჩელიკი, ტურე, შეკა (სუმარე 82), იკონე (არაუხო 76), ბამბა, პეპე, მენდეში, ლეაუ (რ. ფონტე 53)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული