ფრანგმა ფეხბურთელმა ლეო მესის, ნეიმარის, კრიშტიანო რონალდოს და ჯანლუიჯი ბუფონის ძლიერი მხარეები შეკრიბა, ამ სიაში კი საკუთარი თავი არ შეიყვანა.
"მესის მარცხენა და ნეიმარის მარჯვენა ფეხს ავირჩევ, კრიშტიანოს ფსიქიკას და ბუფონის კლასს. ჩემი საჭიროება აქ არ არის" - უთხრა 19 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ESPN-ს.
კილიან მბაპე პირველი თინეიჯერი გახდა პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.
მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარეს, მესი მეექვსეა, რონალდო კი ათეულში ვერ მოხვდა