ლიგა 1. XV ტური: გვეშინოდეს კორნელიუსის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩის 84-ე წუთზე ახლა უკვე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, დანიელმა ანდრეას კორნელიუსმა პსჟ-ს გოლი გაუტანა და პარიზელთა საოცარი, ევროპის რეკორდსმენი სერია სტარტზე დაასრულა - "ბორდომ" ლიდერს ორი ქულა აართვა, ეს კი გმირობის ტოლფასია.

ჯერ ტიერი ანრის კარგი მწვრთნელობის ერთი მინიშნებაც ვერ დავინახეთ - მისი გუნდი უშანსოდ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, ლიგა 1-ში კი 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. მისი "მონაკო", თითქოს, იგებდა, მაგრამ "მონპელიესთან" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და კვლავ დამარცხდა.

ტურის ფაქტები
  • "ნიცამ" 1959 წლის შემდეგ პირველად შეძლო ლიგა 1-ში ზედიზედ 5 მატჩში
    კარის მშრალად შენახვა.
  • მემფის დეპაიმ "ლიონის" ბოლო 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (ყველა შეჯიბრებაში) - 2 გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
  • მაიკ მაინანმა (ლილი) ლიგა 1-ში 13 პენალტიდან მხოლოდ 5 გაუშვა (6 მოიგერია, 2 ასცდა).
  • ლოიკ რემიმ ლიგა 1-ში 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო ერთ თამაშში გატანა და საგოლე პასის მითვლა.
  • ევროპის ტოპ-5 ლიგაში აფრიკელ ფეხბურთელებში ნიკოლა პეპე (ლილი) ლიდერობს 9 გოლით.
  • "მონპელიემ" ბოლო 27 დაპირისპირებაში პირველად მოუგო "მონაკოს". მაშინ "მონპელიეს" მწვრთნელი მიშელ დერ ზაქარიანი გუნდის ფეხბურთელი იყო (1994 წლის იანვარში).
  • ოქტომბერში პსჟ-სთან 0:5 განადგურების შემდეგ "ლიონს" 9 თამაშია, რაც არ წაუგია (ყველა შეჯიბრებაში).

ლიგა 1. XV ტური
სტ. ეტიენი-ნანტი 3:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (72), 2:0 ხაზრი (84), 3:0 კოლოძეიჩაკი (90)

ლილი-ლიონი 2:2
გოლები: 1:0 რემი (17), 2:0 პეპე (28), 2:1 ბ. ტრაორე (63), 2:2 მ. დემბელე (86)
გამოუყენებელი პენალტი: დეპაი (48. ლიონი)

ნიმი-ამიენი 3:0
გოლები: 1:0 ბუანგა (45), 2:0 ალიუი (76), 3:0 ალიუი (87)

მონაკო-მონპელიე 1:2
გოლები: 1:0 ტილემანსი (42), 1:1 ლაბორდი (81), 1:2 სკულეტიჩი (86)

გენგამი-ნიცა 0:0

ანჟერი-კაენი 1:1
გოლები: 1:0 კაპელი (50),1 :1 ბოვიუ (62)

ტულუზი-დიჟონი 2:2
გოლები: 0:1 აგერი (24), 0:2 აბეიდი (69), 1:2 გრადელი (72), 2:2 ლეია (77)
გაძევება: რეინე (5. ტულუზი)

მარსელი-რეიმსი 0:0

რენი-სტრასბური 1:4
გოლები: 1:0 სარი (9), 1:1 ტომასონი (20), 1:2 მარტენი (50-პენ), 1:3 მარტენი (50-პენ), 1:4 მარტინესი (77)

ბორდო-პსჟ 2:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (14), 1:1 ბრიანი (53), 1:2 მბაპე (66), 2:2 კორნელიუსი (84)
პსჟ (3-4-2-1): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, ნსოკი - დანი ალვეში (67. ვერატი), მარკინიოსი, დრაქსლერი, ბერნატი - დი მარია (82. ნკუნკუ), ნეიმარი (57. ჩუპო-მოტინგი) - მბაპე

ბომბარდირები: 12 -კილიან მბაპე (პსჟ); 11 - ნეიმარი (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი).

მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ამიენი-მონაკო, ნიცა-ანჟერი, მონპელიე-ლილი
5 დეკემბერი: ბორდო-სენტ ეტიენი, კაენი-ნიმი, დიჟონი-გენგამი, ლიონი-რენი, ნანტი-მარსელი, რეიმსი-ტულუზი, სტრასბური-პსჟ.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Pompeusis ar shegvshinebia, magis ratom unda gveshinodes???
Baggio
14:40 03-12-2018
0

სიახლეები პოპულარული