ლიგა 1-ში აქციების გამო კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
საფრანგეთში დემონსტრაციების გამო ლიგა 1-ის მე-17 ტურის მორიგი მატჩი გადადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მონაკოს" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"მონაკოსა" და "ნიცას" შორის მატჩი გაურკვეველი დროით გადადეს. შეხვედრა 7 დეკემბერს "ლუი II"-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა მონაკოს სამეფოს ალპების დეპარტამენტის პრეფექტურის თხოვნით შეხვედრა გადადეს.

ადრე ასევე გადადეს პსჟ-მონპელიესა და ტულუზა-ლიონის მატჩები, რომლებიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში ბენზინზე ფასების ზრდის გამო უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული