"მონაკოსა" და "ნიცას" შორის მატჩი გაურკვეველი დროით გადადეს. შეხვედრა 7 დეკემბერს "ლუი II"-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა მონაკოს სამეფოს ალპების დეპარტამენტის პრეფექტურის თხოვნით შეხვედრა გადადეს.
ადრე ასევე გადადეს პსჟ-მონპელიესა და ტულუზა-ლიონის მატჩები, რომლებიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
საპროტესტო აქციები საფრანგეთში ბენზინზე ფასების ზრდის გამო უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს.