ლიგა 1. XVIII ტურის წინ: სამი მატჩი ისევ გადაიდო

AutoSharing Option
მე-17 ტური ფრანგულმა არეულობებმა პარიზის და სხვა ქალაქების ქუჩებში თითქმის შეიწირა - ათიდან მხოლოდ 4 დაპირისპირება გაიმართა.

ამის შემდეგ საფრანგეთის მთავრობა დემონსტრანტებთან დათმობაზე წავიდა. ასე რომ, დიდი ალბათობით, მე-18 ტური უნდა გაიმართოს, თუმცა სრულად ვერც ის იქნება - უკვე ცნობილია, რომ სამი თამაში გადაიდება: "ნიცა"-"სტ. ეტიენი", "კაენი"-"ტულუზი" და "ნანტი"-"მონპელიე".

"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გადაჭრა პროგრამა-მინუმუმი - ლიგის პლეი ოფში გავიდა და ახლა შინაურ პირველობას მოუბრუნდება.

კაცმა რომ თქვას, აქაც ყველაფერი გადაჭრილია - ზედიზედ 14 ტურის მოგებამ პსჟ-ს დიდი სამსახური
გაუწია, მას მერე გუნდმა ორი ფრე ითამაშა, ერთი თამაში კი ცნობილი მოვლენების გამო გადაიდო.

ლიგა 1. XVIII ტური
შაბათი, 15 დეკემბერი
ნანტი-მონპელიე გადაიდო
დიჟონი-პსჟ გადაიდო
ამიენი-ანჟერი გადაიდო
რეიმსი-სტრასბური 23:00

კვირა, 16 დეკემბერი
ლიონი-მონაკო 16:00
ნიმი-ლილი 18:00
გენგამი-რენი 20:00
მარსელი-ბორდო 23:59
ნიცა-სტ. ეტიენი გადაიდო
კაენი-ტულუზი გადაიდო

ბომბარდირები: 12 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ნეიმარი (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი), ნიკოლა პეპე (ლილი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
XXVIII - 28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული