"მონაკოს" წარუმატებელი ასპარეზობისთვის უფლებამოსილება შეუჩერეს მწვრთნელს ტიერი ანრის და Sky Sports-ის ცნობით, შესაძლებელია გუნდი ისევ ლეონარდუ ჟარდიმს ჩააბარონ.
ჟარდიმი ოქტომბერში გადააყენეს და ახლა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ჟარდიმი "მონაკოს" 2014-2018 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით 2016/2017 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ სანამ სამუშაოდან ჩამოაშორებდნენ, ანრიმ დუბლებში ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გადაიყვანა.