"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ამ სეზონში ალბათ, ვერ ითამაშებს.
ფეხბურთელს მარჯვენა კიდურის ძვალი აქვს გატეხილი. "პარი სენ ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ, გაუკეთონ თუ არა მას ოპერაცია, რომლის ალბათობა 90%-ია. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში ნეიმარს რამდენიმე თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ნეიმარმა ტრავმა "სტრასბურგთან" სათასო მატჩში მიიღო. ასეთივე ტრავმა მან გასულ სეზონში მიიღო და 3 თვე მოუწია უქმობა.
ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 13 მატჩში ნეიმარმა 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.