ლიგა 1. XXIII ტური: პსჟ-ც მიწიერია [VIDEO]

AutoSharing Option
წააგო აქამდე დაუმარცხებელმა ერთადერთმა გუნდმა ლიგა 1-ში - "პარი სენ-ჟერმენმა", ტურის ცენტრალურ მატჩში ის "ლიონის" ფეკირის გოლით 1:2 დამარცხდა. ახლა ევროპის ტოპ-5 ლიგაში "ლივერპულისა" და პსჟ-ის დამარცხების შემდეგ, წაუგებელი მხოლოდ "იუვენტუსია"...


"მონაკომ" ამ სეზონში "ლუი მეორეზე" პირველად (!) მოიგო - ეს იყო პირველი მოგება ლეონარდო ჟარდიმისთვის, რაც ის თანამდებობაზე დააბრუნეს, პირველი გოლი რუსი გოლოვინისა და ესპანელი ფაბრეგასისთვის ლიგა 1-ში. სწორედ სესკმა მოუტანა კრიზისში მყოფ ვიცე-ჩემპიონებს ასე საჭირო სამი ქულა. აი, სადაც მარიო ბალოტელია, იქ
არეულობაც იწყება - "მარსელმა" ზედიზედ მეორედ წააგო ჩემპიონატში და მე-10 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ფაქტები
  • რაფაელ ლეაომ (ლილი) ბოლო 6 მატჩში გოლის გატანა მხოლოდ "მარსელთან" ვერ მოახერხა.
  • "ლილმა" 4 და მეტი ბურთის სხვაობით ლიგა 1-ში 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
  • ალექსანდრ გოლოვინი (მონაკო) გახდა პირველი რუსი, რომელმაც ლიგა 1-ში გაიტანა სერგეი სემაკის (2005 წელი) შემდეგ.
  • ჰიუნ-იუნ სუკმა (რეიმსი) გოლი მოედანზე გამოსვლიდან 17 წამში გაიტანა. შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე სწრაფი გოლია ლიგა 1-ში 2016 წლის შემდეგ (გვიდო კარილიო - 15 წამი).
  • "მარსელმა" ამ სეზონში 7 საგარეო მატჩი წააგო, მეტი წაგება მხოლოდ "ამიენს" (8) აქვს.
  • "რეიმსს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ლიგა 1-ში.
  • "მონაკომ" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
  • ანხელ დი მარიამ პსჟ-ის ბოლო სამ თამაშში 4 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
  • პირველ ტაიმში "ლიონმა" პსჟ-ის კარში 7-ჯერ დაარტყა ზუსტად. ასეთი რამ ლიგა 1-ში არასოდეს მომხდარა, რაც შესაბამისი სტატისტიკა ითვლება (2006 წლიდან).

ლიგა 1. XXIII ტური
ლილი-ნიცა 4:0
გოლები: 1:0 ლეაო (7), 2:0 პეპე (37), 3:0 ბამბა (75), 4:0 რემი (94)
გაძევება: ლე მელუ (89. ნიცა)

ანჟერი-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 ბაჰოკენი (27)

მონაკო-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 გოლოვინი (15), 1:1 ჟულიენი (20), 2:1 ფაბრეგასი (62)

რენი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 ზეფანი (82)

რეიმსი-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 დინგომი (21), 2:0 სუკი (68), 2:1 ნ"ჟიე (86)

ნიმი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 ლანდრე (2), 1:1 დელორი (73)

ლიონი-პსჟ 2:1
გოლები: 0:1 დი მარია (7), 1:1 მ. დემბელე (33), 2:1 ფეკირი (49-პენ)
პსჟ (3-5-2): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე (79. პარედესი) - დანი ალვეში, დრაქსლერი, მარკინიოსი, დი მარია, ბერნატი (86. დიაბი) - კავანი (79. ჩუპო-მოტინგი), მბაპე

სტ. ეტიენი-სტრასბ. გადაიდო

კაენი-ნანტი 13 თებერვალს

ბორდო-გენგამი 20 თებერვალს

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

XVIII ტურიდან
5 თებერვალი: მარსელი-ბორდო

მომდევნო ტური
8 თებერვალი: დიჟონი-მარსელი
9 თებერვალი: პსჟ-ბორდო, ამიენი-კაენი, ნანტი-ნიმი, სტრასბური-ანჟერი
10 თებერვალი: მონპელიე-მონაკო, ტულუზი-რეიმსი, გენგამი-ლილი, რენი-სენტ ეტიენი, ნიცა-ლიონი.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა სჭირდებოდა, თორემ სახლში 5-0 კიარა, 10-0 მოუგებდა და გასვლაზეც. პსჟ სერიოზული გუნდია ძაან.
....
14:27 04-02-2019
0

სიახლეები პოპულარული
ლიგა 1
2017-2018
#
გუნდი
33
27
3
3
68
84
33
19
8
6
26
65
33
17
8
8
14
59
33
16
7
10
13
56
33
16
6
11
8
54
33
13
12
8
10
51
7
რეიმსი
33
11
15
7
-2
48
33
13
9
11
-7
48
9
ნიმი
33
13
7
13
1
46
33
11
10
12
-1
43
33
9
14
10
0
41
33
11
7
15
-3
40
33
9
11
13
-5
38
33
8
12
13
-16
36
33
7
11
15
-17
32
33
8
8
17
-20
32
33
7
7
19
-23
28
33
5
11
17
-22
26
33
5
9
19
-36
24