"მონაკომ" ამ სეზონში "ლუი მეორეზე" პირველად (!) მოიგო - ეს იყო პირველი მოგება ლეონარდო ჟარდიმისთვის, რაც ის თანამდებობაზე დააბრუნეს, პირველი გოლი რუსი გოლოვინისა და ესპანელი ფაბრეგასისთვის ლიგა 1-ში. სწორედ სესკმა მოუტანა კრიზისში მყოფ ვიცე-ჩემპიონებს ასე საჭირო სამი ქულა. აი, სადაც მარიო ბალოტელია, იქ
ფაქტები
- რაფაელ ლეაომ (ლილი) ბოლო 6 მატჩში გოლის გატანა მხოლოდ "მარსელთან" ვერ მოახერხა.
- "ლილმა" 4 და მეტი ბურთის სხვაობით ლიგა 1-ში 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
- ალექსანდრ გოლოვინი (მონაკო) გახდა პირველი რუსი, რომელმაც ლიგა 1-ში გაიტანა სერგეი სემაკის (2005 წელი) შემდეგ.
- ჰიუნ-იუნ სუკმა (რეიმსი) გოლი მოედანზე გამოსვლიდან 17 წამში გაიტანა. შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე სწრაფი გოლია ლიგა 1-ში 2016 წლის შემდეგ (გვიდო კარილიო - 15 წამი).
- "მარსელმა" ამ სეზონში 7 საგარეო მატჩი წააგო, მეტი წაგება მხოლოდ "ამიენს" (8) აქვს.
- "რეიმსს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ლიგა 1-ში.
- "მონაკომ" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
- ანხელ დი მარიამ პსჟ-ის ბოლო სამ თამაშში 4 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
- პირველ ტაიმში "ლიონმა" პსჟ-ის კარში 7-ჯერ დაარტყა ზუსტად. ასეთი რამ ლიგა 1-ში არასოდეს მომხდარა, რაც შესაბამისი სტატისტიკა ითვლება (2006 წლიდან).
ლიგა 1. XXIII ტური
ლილი-ნიცა 4:0
გოლები: 1:0 ლეაო (7), 2:0 პეპე (37), 3:0 ბამბა (75), 4:0 რემი (94)
გაძევება: ლე მელუ (89. ნიცა)
ანჟერი-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 ბაჰოკენი (27)
მონაკო-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 გოლოვინი (15), 1:1 ჟულიენი (20), 2:1 ფაბრეგასი (62)
რენი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 ზეფანი (82)
რეიმსი-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 დინგომი (21), 2:0 სუკი (68), 2:1 ნ"ჟიე (86)
ნიმი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 ლანდრე (2), 1:1 დელორი (73)
ლიონი-პსჟ 2:1
გოლები: 0:1 დი მარია (7), 1:1 მ. დემბელე (33), 2:1 ფეკირი (49-პენ)
პსჟ (3-5-2): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე (79. პარედესი) - დანი ალვეში, დრაქსლერი, მარკინიოსი, დი მარია, ბერნატი (86. დიაბი) - კავანი (79. ჩუპო-მოტინგი), მბაპე
სტ. ეტიენი-სტრასბ. გადაიდო
კაენი-ნანტი 13 თებერვალს
ბორდო-გენგამი 20 თებერვალს
ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).
XVIII ტურიდან
5 თებერვალი: მარსელი-ბორდო
მომდევნო ტური
8 თებერვალი: დიჟონი-მარსელი
9 თებერვალი: პსჟ-ბორდო, ამიენი-კაენი, ნანტი-ნიმი, სტრასბური-ანჟერი
10 თებერვალი: მონპელიე-მონაკო, ტულუზი-რეიმსი, გენგამი-ლილი, რენი-სენტ ეტიენი, ნიცა-ლიონი.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"