"მანჩესტერთან" კარსმომდგარი მატჩის წინ პსჟ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
"ბორდო" საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" თავდამსხმელ ედინსონ კავანის მიერ 42-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა, მაგრამ დარტყმისას მან ბარძაყის ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ კილიან მბაპემ შეცვალა.
გუნდის ლაზარეთში იმყოფება ფორვარდი ნეიმარი, პსჟ კი 12 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერს" ხვდება.