"სენტ ეტიენი" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ლიგა 1-ში. ის ამჟამად მე-4 ადგილზეა, თუმცა პსჟ-სთან ჩამორჩენა უკვე უზარმაზარია - 19 ქულა (პლუს, პსჟ-ს 2 მატჩი აქვს რეზერვში).
თომას ტუხელს კვლავ არ ეყოლება ნეიმარი და ედინსონ კავანი. საეჭვოა ანხელ დი მარიას თამაშიც, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშში ერთ-ერთ ეპიზოდში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ასე რომ, გერმანელი მწვრთნელი განწირულია მორიგი ექსპერიმენტებისთვის. ეს თამაში 25-ე ტურს დაასრულებს.
ფაქტები
- პსჟ-ის ბოლო 10 საგარეო მატჩიდან (ლიგა 1) 8-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
- ლიგა 1-ის ბოლო 5 საშინაო ტურში "სენტ ეტიენის" თამაშებში 2.5 გოლზე მეტი გადის.
- ლიგა 1-ში "სტ. ეტიენმა" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6 მოიგო.
ლიგა 1. XXV ტური
პარასკევი, 15 თებერვალი
ნიმი-დიჟონი 22:00
ლიონი-გენგამი 23:45
შაბათი, 16 თებერვალი
მარსელი-ამიენი 20:00
ანჟერი-ნიცა 23:00
მონაკო-ნანტი 23:00
კვირა, 17 თებერვალი
ბორდო-ტულუზი 18:00
კაენი-სტრასბური 18:00
ლილი-მონპელიე 18:00
რეიმსი-რენი 20:00
სტ. ეტიენი-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 - ვაჰბი ხაზრი (სტ. ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"