ლიგა 1. XXV ტურის წინ: ტუხელის თავსატეხი

AutoSharing Option
"ოლდ ტრაფორდის" ტრიუმფატორი "სენტ ეტიენთან" სათამაშოდ ჩადის.

"სენტ ეტიენი" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ლიგა 1-ში. ის ამჟამად მე-4 ადგილზეა, თუმცა პსჟ-სთან ჩამორჩენა უკვე უზარმაზარია - 19 ქულა (პლუს, პსჟ-ს 2 მატჩი აქვს რეზერვში).

თომას ტუხელს კვლავ არ ეყოლება ნეიმარი და ედინსონ კავანი. საეჭვოა ანხელ დი მარიას თამაშიც, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშში ერთ-ერთ ეპიზოდში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ასე რომ, გერმანელი მწვრთნელი განწირულია მორიგი ექსპერიმენტებისთვის. ეს თამაში 25-ე ტურს დაასრულებს.

ფაქტები
  • პსჟ-ის ბოლო 10 საგარეო მატჩიდან (ლიგა 1) 8-ში 2.5 გოლზე მეტი
    გავიდა.
  • ლიგა 1-ის ბოლო 5 საშინაო ტურში "სენტ ეტიენის" თამაშებში 2.5 გოლზე მეტი გადის.
  • ლიგა 1-ში "სტ. ეტიენმა" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6 მოიგო.

ლიგა 1. XXV ტური
პარასკევი, 15 თებერვალი
ნიმი-დიჟონი 22:00
ლიონი-გენგამი 23:45

შაბათი, 16 თებერვალი
მარსელი-ამიენი 20:00
ანჟერი-ნიცა 23:00
მონაკო-ნანტი 23:00

კვირა, 17 თებერვალი
ბორდო-ტულუზი 18:00
კაენი-სტრასბური 18:00
ლილი-მონპელიე 18:00
რეიმსი-რენი 20:00
სტ. ეტიენი-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 - ვაჰბი ხაზრი (სტ. ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული