ბალოტელიმ გოლი გაიტანა და მაშინვე ვიდეოსელფი გამოაქვეყნა - სმარტფონი ფოტოგრაფს გამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "მარსელმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "სენტ ეტიენი".

ამ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გახსნა, რომელმაც კარსუკან მდგომ ფოტოგრაფს სმარტფონი გამოართვა და ვიდეოსელფი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"მარსელი" 44 ქულით მე-4 ადგილზეა, ბალოტელიმ კი ამ გუნდში გადასვლის შემდეგ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მას ზაფხულში უნდოდა "მარსელში" გადასვლა და რომ არ გაუშვეს, პირველ წრეში "ნიცაში" არც ერთი გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული