მცველი დანი ალვეში პსჟ-ში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს.
35 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბს ახალი, 1+1 სისტემის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეუთანხმდა.
ბრაზილიელის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ეს "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნითაა გამოწვეული - მას გუნდთან ერთად სურს ამ ტურნირის მოგება.
ალვეში პსჟ-ში 2017 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ ვეტერან ფეხბურთელებს და მათ შორის დანის ზაფხულში გუნდიდან გაუშვებს.