პსჟ-ისა და "სტრასბურგის" მატჩში (2:2) პარიზელთა ფორვარდის, ერიკ მაქსიმ შუპო-მოტინგის მონაწილეობით, შესაძლოა, სეზონის ყველაზე კურიოზული ეპიზოდი მოხდა.
კრისტოფერ ნკუნკუს დარტყმის შემდეგ ბურთი "სტრასბურგის" კარში შედიოდა, თუმცა კამერუნელმა ფორვარდმა ის რატომღაც კარის ხაზზე გააჩერა, შემდეგ კი სტუმართა მცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.
მატჩის შემდეგ შუპო-მოტინგმა საკუთარი ქმედებები განმარტა.
"თავიდან ვიფიქრე, რომ ნკუნკუ პასს მომცემდა, მან კი კარში დაარტყა. შემდეგ ვიფიქრე, რომ მცველი დარტყმის ჩაჭრას შეძლებს.
შემდეგ ყოყმანი დავიწყე: შევეხო თუ არა ბურთს. საკუთარ თავს ვკითხე: "თამაშგარეში ხომ არ ვარ?". ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბურთს შევეხე, თუმცა ის ძელს მოხვდა.
მრცხვენია, რადგან ვფიქრობდი, რომ ბურთი კარში ჩემი მონაწილეობის გარეშეც გავიდოდა. ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იგივე შემართებით უნდა გავაგრძელოთ თამაში", - განაცხადა შუპო-მოტინგმა.
შეგახსენებთ, რომ "სტრასბურგთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ (2:2) პსჟ-ს ჩემპიონობისთვის ლიგა 1-ის დარჩენილ 8 მატჩში, სულ მცირე, ორი ქულის მოპოვება სჭირდება.
მომზადებულია Canal+-ის მიხედვით