17 აპრილს ლიგა 1-ის გადადებული მატჩი "ნანტსა" და პსჟ-ს შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ამგვარად, პსჟ-ს კიდევ ერთხელ გადაედო ჩემპიონობის გაფორმება.
პირველად ეს 30-ე ტურში მოხდა, როცა შინ "სტრასბურგთან" ფრედ (2:2) ითამაშა. მეორედ - 31-ე ტურში, პარიზული გუნდი მაშინ სტუმრად "ლილთან"(5:1) განადგურდა.