21 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში პსჟ-მა სახლში 3:1 სძლია "მონაკოს" და ჩემპიონი გახდა.
ჰეთ-თრიკი თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შეასრულა. მან მიმდინარე პირველობის 26 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ეს მოახერხა.
ფორვარდი ნეიმარი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას ტრავმის გამო 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენს" 3 ტურის წინ შეეძლო ოქროს მედლები მოეპოვებინა, მაგრამ ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.
პარიზული გუნდი მერვედ გახდა ჩემპიონი, უკანასკნელ 7 სეზონში კი ტიტული მეექვსედ მოიგო.
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 34 300 მაყურებელი
პსჟ-მონაკო 3:1
გოლები: 1:0 მბაპე (15), 2:0 მბაპე (38), 3:0 მბაპე (55), 3:1 გოლოვინი (80)