ნეიმარმა დაჯილდოებისას "რენის" გულშემატკივარს ხელი დაარტყა და დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
იმის გამო, რომ "რენთან" საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ დაჯილდოებაზე მეტოქე გუნდის გულშემატკივარს ხელი გაარტყა, პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შეიძლება მინიმუმ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

ეს თამაში პსჟ-მა პენალტების სერიაში წააგო. ვერცხლის მედლების გადაცემისას პარიზელ ფეხბურთელებს ტრიბუნაზე შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ნეიმარმა ვერ მოითმინა, ერთ-ერთ ფანს სახეში ხელი გაარტყა და უთხრა, რომ მობილურით ამის გადაღება შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" თამაშისას მათი გუნდის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით უკმაყოფილო დარჩა, ნამატჩევს მსაჯთა ოთახში შევარდნას ცდილობდა და უეფამ ევროტურნირებზე სამმმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოჰ როგორ უვარდებათ თავში ამ ვითომ" ვარსკვლავებს", ჯერ უნდა შედგე როგორც პიროვნება და ადამიანი, მერე უკვე როგორც ფეხბურთელი, თუ გინდა ფანებმა დაგაფასონ და შეგვიყვარონ. ასეთებს თავში ავარდნილებს გონიათ , რომ ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ არ არის ასე.
goga
11:24 29-04-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული