პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს თანაგუნდელებთან კონფლიქტი მოუვიდა.
"პარიზიენის" ცნობით, ნეიმარმა "მონპელიესთან" წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ მეკარე ალფონს არეოლა და მცველი პრესნელ კიმპემბე გააკრიტიკა, ხოლო ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს უხეშად მიმართა:
"შენ საერთოდ ვინ ხარ, მე რომ მელაპარაკო? შენ მხოლოდ პასის უკან მიცემა იცი".
ამის შემდეგ ჩხუბი ამტყდარა და ფეხბურთელები გუნდის მწვრთნელს, ტომას ტუხელს და კლუბის სპორტულ დირექტორს, ანტერ ენრიკეს გაუშველებია.