ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება და "რეალში" გადასვლა უნდა

AutoSharing Option
O Tempo-ს ცნობით, იმის გამო, რომ საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ დაჯილდოებაზე "რენის" გულშემატკივარს ხელი გაარტყა, პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შეიძლება ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს საფრანგეთში 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

შეგახსენებთ, ამას გარდა, ის უეფამ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით იმის გამო დასაჯა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" ნამატჩევს მსაჯთა ოთახში ცდილობდა შევარდნას.

ტელეარხ "მეგას" გადაცემა El Chiringuito de Jugones-ზე "მარკას" ყოფილმა რედაქტორმა ედუარდო ინდამ კი თქვა, რომ ნეიმარს "რეალში" უნდა გადასვლა და ეს თანანაკრებელ მარსელოს უთხრა.

გადასახადების გადახდისათვის თავის არიდების გამო მას
სამშობლოში ქონების ნაწილი დაუყადაღეს.

altნეიმარმა დაჯილდოებისას "რენის" გულშემატკივარს ხელი დაარტყა და დისკვალიფიკაცია ემუქრება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსადან რო კაცი თავის ნებით წავა, თან სად?! მეტის ღირსია!
stig
11:52 01-05-2019
2
კაისაც იზავს ,თუ გადავა,აბა რა.
ზურაბი
22:44 30-04-2019
8

სიახლეები პოპულარული