11 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში პსჟ-მ სტუმრად 2:1 დაამარცხა "ანჟერი". გოლი და საგოლე გადაცემა პარიზელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა მიითვალა. გაგიკვირდებათ და ნამატჩევს ის მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სტეფან მულენმა აქო და უნდა ითქვას, ობიექტურადაც.
"ნეიმარი მსოფლიოს კლასის ფეხბურთელია. ვერ გავიგე, რატომ უსტვენენ.
მხატვარია, მას დაცვა სჭირდება. ბრაზილიელი შოუს დგამს და ამის საყურებლად ფულს ვიხდით.
ვინც უსტვენდნენ, ეს ის ბიჭებია, რომლებიც სხვა თამაშებზე არ მოდიან, ნეიმარის სანახავად კი მოვიდნენ", - განუცხადა მულენმა GFFN-ს.