ნეიმარმა დრაქსლერს უთხრა: "შენ საერთოდ ვინ ხარ, მე რომ მელაპარაკო?"

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს თანაგუნდელებთან კონფლიქტი მოუვიდა.

"პარიზიენის" ცნობით, ნეიმარმა "მონპელიესთან" წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ მეკარე ალფონს არეოლა და მცველი პრესნელ კიმპემბე გააკრიტიკა, ხოლო ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს უხეშად მიმართა:

"შენ საერთოდ ვინ ხარ, მე რომ მელაპარაკო? შენ მხოლოდ პასის უკან მიცემა იცი".

ამის შემდეგ ჩხუბი ამტყდარა და ფეხბურთელები გუნდის მწვრთნელს, ტომას ტუხელს და კლუბის სპორტულ დირექტორს, ანტერ ენრიკეს გაუშველებია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ის დრაქსლერია ნეიმარის ბრაზილიის 7:1 განადგურებაში მონაწილეობა რომ მიიღო.
0
დრექსლერს კი მართალი უთხრა- ეს ფეხბურთელი არაა!
ყური მიგდე
11:31 08-05-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული