ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს გარკვეული სახის უკმაყოფილებები აქვს კლუბთან და მთავარ მწვრთნელთან. როგორც Le Parisien-ი გადმოსცემს, მბაპეს არ მოსწონს, რომ ტუხელი პსჟ-ის მთავარ ვარსკვლავად ნეიმარს თვლის.
ამასთანავე, ახალგაზრდა შემტევი 160 000 ევროთი დააჯარიმეს წინასამატჩო შეკრებაზე დაგვიანების გამო. მას მიაჩნია, რომ ნეიმარის წინააღმდეგ მსგავს სანქციას არ გამოიყენებდნენ.
ადრე სხვადასხვა გამოცემა წერდა, რომ მბაპეს ცენტრალურ თავდამსხმელად უნდა თამაში. ასევე, მოითხოვს, რომ კლუბში მის აზრს ითვალისწინებდნენ, განსაკუთრებით, ტრანსფერებთან დაკავშირებით. მბაპე საკუთარ თავს გუნდისა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის და შესაბამის პატივისცემას ითხოვს.
დღეისთვის,