კილიან მბაპე პსჟ-ში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს გარკვეული სახის უკმაყოფილებები აქვს კლუბთან და მთავარ მწვრთნელთან. როგორც Le Parisien-ი გადმოსცემს, მბაპეს არ მოსწონს, რომ ტუხელი პსჟ-ის მთავარ ვარსკვლავად ნეიმარს თვლის.

ამასთანავე, ახალგაზრდა შემტევი 160 000 ევროთი დააჯარიმეს წინასამატჩო შეკრებაზე დაგვიანების გამო. მას მიაჩნია, რომ ნეიმარის წინააღმდეგ მსგავს სანქციას არ გამოიყენებდნენ.

ადრე სხვადასხვა გამოცემა წერდა, რომ მბაპეს ცენტრალურ თავდამსხმელად უნდა თამაში. ასევე, მოითხოვს, რომ კლუბში მის აზრს ითვალისწინებდნენ, განსაკუთრებით, ტრანსფერებთან დაკავშირებით. მბაპე საკუთარ თავს გუნდისა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის და შესაბამის პატივისცემას ითხოვს.

დღეისთვის,
20 წლის შემტევი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მეორე ადგილს იკავებს 32 გატანილი გოლით. ლიგაში 1 თამაში აქვს დარჩენილი, თუმცა 4 გოლის გატანა სჭირდება, რომ მესის დაეწიოს. სწორედ არგენტინელი ვარსკვლავი არის "ოქროს ბუცის" მოგების მთავარი პრეტენდენტი.


მკითხველის კომენტარები / 14 /
დანიელ შუბაშიჩმა თქვა მბაპეზე, შესაძლოა თქვენ მას მილიონებს უწინასწარმეტყველებთ, მაგრამ, ამასთან, ის ჯერ კიდევ დედას დაჰყავს ვარჯიშებზეო
Foorball Lover
24 მაისი 2019 11:46
0
გია მაგარი კაცი ხარ მესი არ მყავს ამოჩემებული არა :დ:დ... გაიხარე ძმაო პირიქით ის საუკეთესოა და მბაპე ბევრს ისწავლიდა მისგან მე ჩაგდებულ თამშებზე კომენტარს გავეცი პასუხი ,,,კი ყველა აგდება თამაშს ყველა ვარსკვლავი....მაგას ვინ ამბობს რომ ასე არაა.....კარგია საყვარელ ფეხბურთელს ასე რომ ქომაგობ.....
აკაკი
22 მაისი 2019 14:53
0
აკაკი მოდი ასე გავაკეთოთ, ყველა სპორტის სახეობაში, ყველა ქომაგს ყავს თავისი საყვარელი სპორცმენი ასეა ფეხბურთშიც. შენ მბაპე მოგწონს არ გედავებით, ჩვენ ბარსას ქომაგებს მესი, ამიტომ ჯობია ერთმანეთს პატივი ვცეთ და ნუ მივაყენებთ შეურაცყოფას ამ დიდებულ ფეხბურთელებს, თუნდაც იმიტომ, რომ შენ შენსას დაიცავ, ჩვენ ჩვენსას და არ დამთავრდება ეს დავა არასოდეს. მაინც შენგან მოდის ყოველთვის პირველი, მწარე კომენტარები მესიზე და ჩვენც არ გრჩებით ვალში. ჯობია მშვიდობიანად დავამთავროთ დავა.
გია1
22 მაისი 2019 17:18
0
10-ს კი ჯობია ჯერჯერობით მაგრამ ეს ბოლო ორი წელი მბაპემ უფრო მეტი გააკეთა და ამას ვამბობ არ ვარ გაფანატებული ცდები ნიჭიერია და ეს არ უნდა დავუკარგოთ და არ შევადაროთ კარიერის პიკში მყოფ ვარსკვლავებს თუმცა ესეც პლიუსა...
აკაკი
22 მაისი 2019 13:45
1
კობა-ს მესი დღეს საუკეთესოა ამაში ორი აზრი არაა...რაც შეეხება ჩაგდებულ თამაშებს ყველას აქვს ჩაგდებული თამაში ნუ ადრით 20 წლის ბიჭს უკვე კარიერის დასასრულს მისულ მესის...მესიმდე ბევრი უკლია...მესის ჩაგდებული გადამწყვეტი თამაშები ბევრია თუმცა ის მაინც საუკეთესოა... ფინალებით დავიწყოთ ჩილესთან გერმანიასთან.... საფრანგეთთან ხორვატიასთან ...რომა ლივერპული ხომ კოშმარია საერთოდ კიდევ რეალთან ესპანეთის თასზე უახლეს წარსულში მაგრამ ამით რა ის არა საუკეთესო ფეხბურთელი რობოტები ხომ არ არიან სულ ერთ დონეზე ითამაშონ...რას აიგივებთ რას ადრით საერთოდ....პირიქით ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელები რომ მოდიან....ვისაც ფეხბურთი გვიყვარს...
აკაკი
22 მაისი 2019 13:25
2
აკაკი შენი კომენტარებით თუ შეგვახსენებ თორე სიმართლე, რომ გითხრათ საერთოდ არ გვახსენდება შენი მბაპე. კიდევ ათასჯერ არავინ, არ აკნინებს ამ შენს 21-წლის ბიჭს. კიდევ შეეშვი ქვე ტექსტებით ლაპარაკს: მესის ამდენი და ამდენი აქვს ჩაგდებული თამაშებიო. ფეხბურთია და დამისახელე ფეხბურთელი ვისაც კარიერის მანძილზე არა აქვს ჩაგდებული თამაშები. სამაგიეროდ ამ ჩაგდებულ მატჩებზე ბევრი ულამაზესი თამაშები უჩუქებია მესის! აკაკი რა მაინტერესებს იცი? მესი, რომ გყავს ამოჩემებული წადი და კილიანისთვის სხვა ფეხბურთელი მოიძიე, უფრო სწორად მისი ტოლი მონახეთ, თავისნაირი ლაწირაკი! შეეშვი მესის, მერამდენედ უკვე.
გია1
22 მაისი 2019 14:24
4
კარგად წაიკითხე რასაც დავწერ: შეიძლება მოიგო მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მერე ისე დაიკარგო, რომ აღარც გახსოვდეს ეს ფეხბურთელი. მესი ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელია თავისი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის გემახსოვრება! რაც შეეხება მბაპეს ჩ.ლ-ზე ფეხი ვერ გაანძრია, საერთოდ არ ჩანდა ეგ თქვენი "მსოფლიო ჩემპიონი".
კობა
22 მაისი 2019 12:22
4
კობა-ს მესიზე არ მინდა ცუდი ვთქვა რადგან შეულებელია არ მოგწონდეს მისი თამაში თუ ფეხბურთის რამე მაინც იცი...მაგრმ იგივე კითხვას ვსვავ მესიმ რა გააკეთა რომასთან შარშან და ეხლა ლივერპულთან საკვანძო თამაშებში გადამწყვეტ თამაშებში ამ პატრა ბიჭზე რომ ფიქრობთ ამხელ ტვირთის აღებას...
აკაკი
22 მაისი 2019 12:56
1
მართალია ....-ის . რაც შეეხება ასეთ სტატიებს ეს სიმართლე არ იქნება გაზვიადებულია და რა ეგრევე გადაუარეთ და ნეიმარის შედარებას მბაპესთან კიდევ კომენტარი რომ წერია ჯერჯერობით მეორე წელია მბაპეს ჩრდილშია ეგ თქვენი კაპრიზა 8წლით უფროსი ნეიმარი....
აკაკი
22 მაისი 2019 11:15
3
აკაკი მაგარი გაფანატებული ხარ მაგ შენს კილიანზე. ნეიმარი, რომ ჯობია ყველანაირ ასპექტში კილიანს, რა რა ახალია?
10
22 მაისი 2019 13:27
4
მბაპე მსოფლიო ჩემპიონია მესი და რონალდო არა! +
....
22 მაისი 2019 10:15
1
ნარცისიზმი შეეყარა?
Grisha
21 მაისი 2019 18:59
6
ამ ლაწირაკს როგორ აქვს თავში ავარდნილი? ამ დროს მესის არასოდეს ქონია განდიდების მანია! სუპერ ვარსკვლავია და როგორი თავდაბალია. დანარჩენები რაღაც ბურთებს გაიტანენ და უკვე ვარსკვლავები გონიათ თავები, ხოდა ეგ ღუპავთ ესეთებს. მესი ხომ არის და არის მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ მის პოპულარობსაც განაპირობებს მისი ხასიათიც და ადამიანური თვისებებიც! ამიტომაც გვიყვარს და ვაფასებთ.
ქართველი1
21 მაისი 2019 18:57
6
ნეიმარის ნახევარიც არ არის))) ნეიმართან შედარებით ბევრად უკლასო ფეხბურთელია.

ეს მომენტებს აფუჭებს ნეიმარი 10დან 1ს არ გააფუჭებს ეგეთს

ტექნიკაზე და მოედნის ხედვაზე ლაპარაკი აღარ მაქვს))
Tbiliseli
21 მაისი 2019 18:29
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული