ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პსჟ დატოვა.
"ჯენტლმენი მოედანსა და მის გარეთ, არჩვეულებრივი პარტნიორი.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ნახვამდის და მადლობა ყველაფრისათვის", - იტყობინება პსჟ ოფიციალური "ტვიტერით".
პარიზულმა კლუბმა გვაუწყა, რომ კონტრაქტის არგაგრძელების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
41 წლის მეკარე პსჟ-ში "იუვენტუსიდან" შარშან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 1+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმეს.
გასულ სეზონში ბუფონმა საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.