მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად პსჟ-ს ფეხბურთელმა ხესე როდრიგესმა ახალი მუსიკალური კლიპი გამოუშვა. ხესე, რომელიც ერთ დროს ესპანეთის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, ფეხბურთში საქმე მთლად კარგად არ აქვს. სამაგიეროდ მუსიკაში პრობლემები არ გააჩნია და ახლახანს ახალი სიმღერა ჩაწერა და ანიმაციური კლიპიც გამოუშვა.
ხესე რამდენიმე წლია მუსიკალური კარიერის აწყობასასც ცდილობს. ის რეგეტონის ჟანრის მუსიკას ასრულებს, ფსევდონიმით- Jey M. ადრე მუსიკალური დუეტი ჰქონდა - Big Flow, თუმცა ჯგუფი 2015 წელს დაიშალა. ხესემ წელს 3 კლიპი გამოუშვა, ბოლო 14 ივნისს და მას Pakata ჰქვია.
ფეხბურთში, კი ნამდვილად არ უმართლებს. მძიმე ტრავმის შემდეგ ვერ მოახერხა დაბრუნება. პსჟ-ს განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა და "ბეტისში" გაანათხოვრეს. ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიატანა.