პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი ამბობს, რომ გუნდის ფეხბურთელები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.
"მინდა, ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს პროექტს შემოუერთდებიან, გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯონ. ვისაც არ სურს ამის გაკეთება ან არ ესმის ჩვენი პოზიცია, შევხვდებით და დაველაპარაკებით.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს კონტრაქტები აქვთ, რომელთა შესრულებაა საჭირო, მაგრამ ახლა პრიორიტეტული ჩვენს პროექტში მონაწილეობაა.
რაც შეეხება ნეიმარს, არავინ აიძულა, პსჟ-სთან კონტრაქტი გაეფორმებინა. ამისკენ არავის უბიძგია ხელი. პროექტს შემოუერთდა და არჩევანი შეგნებულად გააკეთა", - ციტირებს ელ ჰელაიფის "ფრანს ფუტბოლი".
ნეიმარი პსჟ-მა 2017 წელს "ბარსელონასგან" 222 მილიონ
ევროდ შეიძინა და 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგი წამყვანი ფეხბურთელებისა "პარი სენ ჟერმენის" დატოვებას აპირებს და კლუბის ხელმძღვანელობა არავის აღარაფერს აღარ მოუთმენს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგი წამყვანი ფეხბურთელებისა "პარი სენ ჟერმენის" დატოვებას აპირებს და კლუბის ხელმძღვანელობა არავის აღარაფერს აღარ მოუთმენს.