
"ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი სრულდება, სწავლისა და გამოცდილების კიდევ ერთი ციკლი. მინდა პსჟ-ს მადლობა გადავუხადო, იმ შესაძლებლობისთვის, რაც ერთად გვქონდა", - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
დანი ალვეშმა ფრანგულ კლუბში ორი სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად 5 ტიტულის მოპოვება მოახერხა, ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.