კრისტოფ დიუგარი: დე ლიხტი ფულის გამო "ბარსელონაში" არ გადავიდა - ამის გამო გული მერევა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი გააკრიტიკა, რომელმაც პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

"ვულოცავ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მოდით, შევაჩეროთ ეს ცირკი, სადაც ფეხბურთელები პირობებს კარნახობენ. მე ამ ახალი ფეხბურთით დავიღალე.

დე ლიხტო, ჯერ ხელშეკრულება არ გაგიფორმებია და უკვე წასვლაზე ფიქრობ. რა ხდება შენს თავში? შენ ხომ მხოლოდ 19 წლის ხარ. 12, 13, 14, 15, 20 მილიონი წელიწადში? რა განსხვავებაა? კიდევ ერთ ავტომობილს
შეიძენ, შენი სახლი 50 კვადრატული მეტრით უფრო დიდი გახდება, იახტა 10 მეტრით უფრო გრძელი იქნება...

სადაა აქ სპორტული მხარე? მას აქვს არჩევანი: "ბარსელონა", პსჟ, "იუვენტუსი". აშკარაა, სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა", მაგრამ ფულის გამო იქ გადასვლა არ ისურვა. მე ამისგან გული მერევა.

დე ლიხტი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომით შორს ვერ წავა. ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ციტირებს დიუგარის RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღეს ყველაფერი ფულია: კომერციალები, შოუები,სპორტი და ა.შ.ამიტომ ამ კაცს რა უკვირს მე არ ვიცი.ბარსელონაშიც და იუვენტუსშიც მესის და რონალდოს ასტრონომიული შემოსავლები აქვთ(განსაკუთრებით მესის და რაში ვერგეტყვით, როცა ამდენი პერპექტიული ახალგაზრდაა)ხელფასი ეკუთვნის იმას ვინც საკლუბო დონეზე "გლიჯავს"და არა გოლები გააქვს ვალიადოლიდების კარში, თუ მაინც ხელფასი ჰქვია.
კარგით რა
02:18 29-06-2019
10
რაში გამოიხატება ამ ნათქვამიდან გამომდინარე ჩემი უვიცობა?ლანძღვით არავისზე მიმიმართავს, ვცდილობ ყველაფერი ობიქტურად შევაფასო და ისე დავწერო კომენტარი.ეს ადგილი სწორედ მაგისთვისაა.ეს თქვენ ხართ მესის გამო, რომ ყველას სეურაცხყოფთ და ლანძღავთ.ლანძღავთ ქართველებს, ისევ ქართველებს. ამაზე დიდი უბედურება რაგინდა იყოს, ვიღაც სამხრეთ ამერიკელის გამო რას აღარ კადრულობთ და სხვებიც კიდე.პ.ს.კომენტარის უფლება ყველასააქვს, მორალები თქვენთვის დაიტოვეთ.
Grisha-ს
15:03 29-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული