
მათივე ცნობით ფეხბურთელმა დედაქალაქელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაბია საფრანგეთში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში სევილიელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მან ლა ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ესპანელი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, პსჟ-ს პირველი შენაძენია.