ერერამ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დედაქალაქელთა რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ესპანელი ნახევარმცველი "იუნაიტედს" 2014 წელს "ბილბაოდან" შეუერთდა და 5 წლის განმავლობაში 189 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლითა და 27 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ერერა "იუვენტუსში" გადასული ადრიენ რაბიოს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ტურინულ კლუბს ასევე უფასოდ შეუერთდა.
ადრიენ რაბიო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა