ამსტერდამის "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი მცველი მიტჩელ ბაკერი პსჟ-ში გადავიდა.
პარიზულმა კლუბმა ჰლანდიელი ფეხბურთელის დამატების შესახებ გამოაცხადა და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
19 წლის ბაკერი პსჟ-ს რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა, რადგან 30 ივნისს ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. პსჟ-ში ის 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბაკერმა "აიაქსის" მაისურით ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 13 მატჩი გამართა, ხოლო მთავარ გუნდში ორი შეხვედრა ითამაშა. ის ასევე ჰოლანდიის 19-წმამდელთა ნაკრების წევრია.