"ბარსელონაში გადასასვლელად ნეიმარი ვა-ბანკზე წავიდა - პსჟ-ს შეკრებაზე არ გამოცხადდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-ს შეკრებაზე არ გამოცხადდა, რის გამოც პარიზულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა.

"ორშაბათს, 8 ივლისს, ნეიმარი წინასასეზონო შეკრებაზე უნდა გამოცხადებულიყო.

პსჟ აღნიშნავს, რომ ის დათქმულ დროს არ გამოცხადდა. ეს კლუბთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მოხდა.

კლუბი სწუხს შექმნილი ვითარების გამო და შესაბამის ზომებს მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ბრაზილიელს ძალიან უნდა "ბარსელონაში დაბრუნება და განიცდის, რომ მისი პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ამისათვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

La Porteria კი ამტკიცებს, რომ ნეიმარი ტრანსფერის დასაჩქარებლად ამ კვირაში ჩავა ბარსელონაში და საცხოვრებელი
სახლის საკითხსაც მოაგვარებს.