ლეონარდო: ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა - გადაიხადონ ფული, თუმცა...

AutoSharing Option
პსჟ-ს ახალმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ თავდამსხმელ ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი დაადასტურა.

"მე ნეიმარს ვესაუბრე, მაგრამ ყველა დეტალი არ მინდა გაგიმხილოთ. მის გარემოცვასაც ველაპარაკე. პოზიცია ყველა მხარისთვის გასაგებია. ამ მომენტისთვის ერთი კონკრეტული სიტუაციაა: ნეიმარს ჩვენს კლუბთან კონტრაქტი სამი წლის შემდეგ უმთავრდება და რადგან წინადადებით არავის მოუმართავს, ვერ განვიხილავთ.

კონკრეტულად ნეიმარზე არ ვლაპარაკობ, როდესაც ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდა, ეს ნორმალურია. რატომ აღიქმება ეს სირცხვილად? თითქოს დარჩენაზე ვერ დავარწმუნეთ.

"ბარსელონასთან" ძალიან ზედაპირული კონტაქტები გვქონდა. ნეიმარის ტრანსფერი ფულის საკითხია.

თუ კარგი წინადადებით მოგვმართავენ, ნეიმარს
შეუძლია პსჟ დატოვოს. თუმცა, ჯერ არ ვიცით, სურს თუ არა ვინმეს ბრაზილიელის ამ ფასად შეძენა. ასეთი ტრანსფერი ერთ დღეში არ კეთდება.

პსჟ უნდა იმ ფეხბურთელებს დაეყრდნოს, რომლებსაც დარჩენა და რაღაც დიდის აშენების სურვილი გააჩნიათ. არ გვჭირდება ისეთი მოთამაშე, რომელიც აქ დარჩენით კლუბს დავალებულად ჩათვლის", - ციტირებს ლეონარდოს "პარიზიენი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისეთ თანხას უკვე არცერთი კლუბი აღარ გადაიხდის რაც პსჟ-მ გადაიხადა, ყველანაირად გაიბანძა თავი ამ ბიჭმა და თან სულ ტრამვირებულია.
Geo_Dinamo
09:09 09-07-2019
1

სიახლეები პოპულარული