
"ევერტონის" ნახევარმცველი აიდრისა გეი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
პარიზელებმა 29 წლის სენეგალელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს და "ევერტონს" 32 მლნ ევროს გადაუხდიან.
პსჟ გეის შეძენას ზამთარშიც აპირებდა, მაგრამ მაშინ კლუბები ვერ შეთანხმდნენ.
2018/19 წლების სეზონში გეიმ "ევერტონში" 40 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.