მბაპემ ნეიმარი გუნდური ფოტოს გადაღების დროს კადრიდან გააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 აგვისტოს, სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ საერთო გუნდურის ფოტოს გადაღებისას პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ ბრაზილიელ თანაგუნდელს უფლება არ მისცა საერთო ფოტოზე ყოფილიყო და კადრიდან გააგდო, თან რაღაც მიაძახა.

ნეიმარს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან თასის ფინალში მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა და ამის გამო დისკვალიფიაკციაც მიიღო. საინტერესო ის გახლავთ, რომ მბაპე რამდენი დღის წინ ამბობდა, რომ ნეიმარის გუნდში დარჩენა სურს.

პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში "რენი" 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა. პარიზელები ახალ სეზონს უკვე პირველი ტიტულით შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთელობა მარტო ჟონგლიორობა არ არის - პიროვნულად უნდა იყო ძლიერი და ისე არ უნდა მოიქცე რომ ასეთი რამ გაკადრონ. ნეიმარი გაპიარებულია და მეტი არაფერი - ვერც გუნდის ლიდერობას ახერხებს და ვერც სუპერ ფეხბურთს. წარმოიდგინეთ ვინმეს რომ ასეთი რამ გაებედა სიმეონესთვის, ზიზუსთვის, როი კინისთვის და ა.შ. ეს უპრინციპო "პეროიანი ვარსკვლავები" საიდან მოვიდნენ. პ.ს. ყველა შეხებაზე რომ კოტრიალობს ხოლმე ნეიმარი, აქამდე მეგონა სიმულანტობდა, მაგრამ ხან მასთან შედარებით ღლაპი ბმაპე და ხან ნომერში აყვანილი გოგოები აჩმორებენ და რა გასაკვირია რომ "პადგატმა" აატიროს :)
1
მაგარია 5 წამიანი ვიდეოს სანახავად 15 წამიან რეკლამას უნდა უყურო, ან 6 წამი დაიცადო რომ რეკლამა გამოტოვო. კარგით რა, ნამუსი ხო არსებობს!! ძალიან შემაწუხებელია ვიდეოების წინ ეს რეკლამები, ძალიან!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული