მბაპემ ნეიმარი გუნდური ფოტოს გადაღების დროს კადრიდან გააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 აგვისტოს, სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ საერთო გუნდურის ფოტოს გადაღებისას პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ ბრაზილიელ თანაგუნდელს უფლება არ მისცა საერთო ფოტოზე ყოფილიყო და კადრიდან გააგდო, თან რაღაც მიაძახა.

ნეიმარს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან თასის ფინალში მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა და ამის გამო დისკვალიფიაკციაც მიიღო. საინტერესო ის გახლავთ, რომ მბაპე რამდენი დღის წინ ამბობდა, რომ ნეიმარის გუნდში დარჩენა სურს.

პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში "რენი" 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა. პარიზელები ახალ სეზონს უკვე პირველი ტიტულით შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია 5 წამიანი ვიდეოს სანახავად 15 წამიან რეკლამას უნდა უყურო, ან 6 წამი დაიცადო რომ რეკლამა გამოტოვო. კარგით რა, ნამუსი ხო არსებობს!! ძალიან შემაწუხებელია ვიდეოების წინ ეს რეკლამები, ძალიან!!!
0
ეჰ ნეი, ეს ღლაპიც, რომ ამას გიბედავს? მოდი ბარსაში სადაც უყვარდი და გაფასებდნენ.
ლუკა
17:42 04-08-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული