11 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მა სახლში 3:0 მოუგო "ნიმს".
მატჩისას მასპინძელთა გულშემატკივრები გუნდიდან თავდამსხმელ ნეიმარის წასვლას მოითხოვდნენ, გამოკიდეს ბანერები:"ნეიმარ, წაეთრიე", "ნეიმარ, იყო გალახული მეძავი - ეს მხოლოდ ქამბექისას როდი ხდება. გახსოვს?" ამით მათ ფეხბურთელს ნიშნი მიუგეს იმის გამო, რომ თავისი კარიერის საუკეთესო თამაშად "ბარსელონა"-პსჟ (6:1) დაასახელა.
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 151 მაყურებელი
პსჟ - ნიმი 3:0
გოლები: კავანი (24, პენ), 2:0 მბაპე (56), 3:0 დი მარია (69)
პსჟ: არეოლა, კერერი (მენე 75), ტიაგო სილვა (პარედესი 80), დიალო, ბერნატი, დრაქსლერი, მარკინიოსი, ვერატი, სარაბია (დი მარია 64), კავანი, მბაპე
ნიმი: ბერნარდონი, ალაკუში, ბრიანსონი, მარტინესი, მიგელი, პაკი (ვალდივია 80), ბობიშონი, ვალი (სენ ლუისი 89), ფერჰატი, რიპარი, ფილიპოტო (დულევიჩი 73)