ადილ რამის "ფორტ ბოიარში" თამაში კლუბის დაკარგვად დაუჯდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მცველი ადილ რამი პოპულარულ შოუში მონაწილეობამ კლუბის გარეშე დატოვა - მას "მარსელმა" გაუფრთხილებლობის გამო გაუწყვიტა კონტრაქტი.

როგორც აღმოჩნდა, ადილ რამიმ "ფორტ ბოიარში" ისე ითამაშა, რომ კლუბისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. თან, აღნიშნულ შოუში მონაწილეობის მიღების გამო ვარჯიში გააცდინა.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ "მარსელმა" ფეხბურთელს უპატივცემულობა არ აპატია და ყველაზე მკაცრი დისციპლინური სასჯელი ამიტომაც მიიღო.

ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის მცველი, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული