პსჟ მზადაა, ნეიმარი კონტრაქტის 220 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით გაანათხოვროს

AutoSharing Option
ნეიმარის გუნდში გაჩერება აღარ უნდა პსჟ-ს, მაგრამ მუქთადაც არ შეელევა.

Goal-ის ცნობით, პსჟ მზადაა, ნეიმარი იჯარით გაუშვას, თუ მისი მსურველი კლუბი ვალდებულებას აიღებს, გაისად კონტრაქტი 220 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, ის "პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონასგან" 2017 წელს 222 მილიონად შეიძინა და უკან დაბრუნება უნდა.

ნეიმარის სამსახურით აგრეთვე "რეალია" დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად ჯერჯერობით არაფერი არ მოუმოქმედებია.

ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა, პარიზულ გუნდში ვარჯიშობს და ნავსაყუდელის გამოცვლის მოლოდინშია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული