"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

AutoSharing Option
"მონაკომ" "ლესტერის" თავდამსხმელის, ისლამ სლიმანის დამატების შესახებ გამოაცხადა.

გარიგების თანახმად, 31 წლის ალჟირელი ფეხბურთელი "მონაკოში" იჯარით ერთი სეზონი ითამაშებს და ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში სლიმანი "ფენერბაჰჩეში" ასევე იჯარით გამოდიოდა. ფორვარდმა თურქულ სუპერლიგაში 15 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, სლიმანი 2012 წლიდან ალჟირის ნაკრების წევრია და ნაკრებთან ერთად 2019 წელს აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ