L’Equipe: პსჟ-მა "რეალსაც" უარი უთხრა

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მადრიდის "რეალის" შეთავაზებაზეც უარი თქვა და ნეიმარს გარეთ ბეილის, კეილორ ნავასის, ხამეს როდრიგესისა და პლუს, 100 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ დათმობს.

აქამდე პსჟ-მა "ბარსელონა" უარით რამდენჯერმე გაისტუმრა და არც კატალონიური გრანდის მიერ გაკეთებულმა შეთავაზებამ მოხიბლა.

როგორც ჩანს, პარიზელები და მათი არაბი შეიხი არაამქვეყნიურ შეთავაზებას ელიან, თუმცა ზუსტად რა უნდათ, ვერავინ გაიგო. თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი გარიგებების ოსტატმა ფლორენტინო პერესმაც ჯერ ვერაფერი გააწყო.

ცნობილია, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს პსჟ-ის დატოვება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშივე სურს და მისი
გადაბირების სურვილს ორი ესპანური გრანდი გამოთქვამს. მათ გარდა, საქმის მიმდინარეობას ყურადღებით ადევნებს თვალს ტურინის "იუვენტუსიც".

მკითხველის კომენტარები / 2 /
შე ჩათლახო თუ მოდიხარ მოდიიიიი.
ბარსა
16:17 22-08-2019
2
მე მგონი ნეიმარის "ბაზარი" არასოდეს დამთავრდება, ისეთი ფულის ტომარა შეიხი განაგებს პსჟეს, რომ სანამ ასტრონომიულ თანხაზე არ აწევს ნეის საბაზრო ფასს, მანამდე არ მოისვენებს ეგ ხალიფა.
ფული, ფული, და ისევ ფული.
16:15 22-08-2019
0

სიახლეები პოპულარული