"მონაკო" "მილანის" ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს დამატებით არის დაინტერესებული.
კლუბები ტრანსფერზე მოლაპარაკებას უკვე მართავენ. "მილანს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მლნ ევროს მიღება სურს.
გასულ სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით