22 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რენატუ სანჩესმა იმედები ვერ გაამართლა და "ბაიერნმა" "ლილს" მიყიდა.
ეს სიამოვნება ფრანგულ კლუბს მისთვის სარეკორდო 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
"ლილმა" სანჩესს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
სანშეშმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 17 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ის "ბაიერნმა" 2016 წელს "ბენფიკასგან" 35 მილიონად შეიძინა.