პატრის ევრა: ნეიმარის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, თითქოს ვინმე მოკლა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ნეიმარის პსჟ-დან სავარაუდო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ბევრ ადამიანს არ უყვარს ნეიმარი. ამ სამყაროს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როცა შენ შენ ხარ, მაშინ ხალხს სძულხარ, ხოლო როცა იტყუები, მაშინ კი უყვარხარ.

მე ნეიმართან ხშირად ვსაუბრობ და იმედი მაქვს, რომ ცხოვრებისეულ გეგმებს მიაღწევს. ასე კი ყოველთვის ხდება: როცა მოდიხარ, შენ მსოფლიოს მეფე ხარ. როდესაც მიდიხარ... თითქოს ნეიმარმა ვიღაც მოკლა. თქვენვე დაინახავთ, ადამიანებს ძალიან მოენატრებათ ნეიმარის გენია, მისი სათამაშო სტილი და დრიბლინგი", - განაცხადა
ევრამ.

ნეიმარის შეძენის სურვილს "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამენ, თუმცა პსჟ-სთან შეთანხმება ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა. ხოლო ევრამ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული