პსჟ-მა ნეიმარის, მბაპეს და კავანის გარეშე დაამარცხა "მეცი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" სტუმრად 2:0 მოუგო "მეცს".

პარიზულ გუნდს ტრავმების გამო ნეიმარი, მბაპე და კავანი ვერ დაეხმარნენ.

მატჩი მსაჯმა 21-ე წუთზე დროებით შეწყვიტა გამოფენილი ჰომოფობიური ბანერის გამო.

ჩუპო-მოტინგმა 2 უკანასკნელ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც მთელ გასულ სეზონში - 22 შეხვედრაში.

პსჟ 9 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 14 სექტემბერს, მორიგ ტურში, სახლში "სტრასბურგს" დაუპირისპირდება, 18 სექტემბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "რეალს" უმასპინძლებს.

მეცი. "სენ-სიმფორენი". 20 685 მაყურებელი
მეცი - პსჟ 0:2
გოლები:
0:1 დი მარია (11, პენ), 0:2 ჩუპო-მოტინგი (43)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული