პსჟ-მა "რეალი" მეკარე კეილორ ნავასის ტრანსფერი გამოაცხადა.
32 წლის ნავასმა პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
"პარი სენ ჟერმენმა" მას სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონი დაუნიშნა, ხოლო "რეალს" 15 მილიონი გადაუხადა.
პსჟ-დან "რეალში" იჯარით, კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავიდა მეკარე ალფონს არეოლა.
26 წლის არეოლა პსჟ-ის აღზრდილია და ადრე "ვილიარეალში" იყო განათხოვრებული.