ტიაგო სილვა: მადლობა ღმერთს ნეიმარი დარჩა, მის გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ

AutoSharing Option
პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების მცველ ტიაგო სილვას ძალიან გაუხარდა, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი პარიზულ კლუბში დარჩა და მათთან ერთად მინიმუმ 1 წელი ითამაშებს.

"მადლობა ღმერთს, რომ ნეიმარი დარჩა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რადგან დიადი მიზნები გვაქვს. ყველამ იცის, რომ საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. ნათელია, რომ ჩვენი ოცნების ასრულებას შესანიშნავი ფეხბურთელების გარეშე ვერ შევძლებთ.

ნეიმარის წასვლა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას 3 თვეა არ უთამაშია, დაბრუნებისთანავე აჩვენა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია და რამდენად გვჭირდება ის ჩვენ,"- უთხრა
ბრაზილიელმა Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული